Print this page
სამშაბათი, 30 ოქტომბერი 2018 16:13

ხუბულური: ზურაბიშვილი კანდიდატურის მოხსნას არ აპირებს

Rate this item
(0 votes)

გორის თემის მაჟორიტარმა დეპუტატმა, თენგიზ ხუბულურმა მიღებულ შედეგებზე კომენტარი არჩევნების მეორე დღეს გააკეთა.

დეპუტატის შეფასებით, გორის მუნიციპალიტეტში "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატის გამარჯვებამ, მმართველ გუნდს, ამომრჩეველთან უფრო ეფექტური მუშაობის საჭიროება დაანახა.

"მოსახლეობამ გამოგვიგზავნა გზავნილი, რომ უნდა დავფიქრდეთ, რა ხდება, რაშია საქმე. ალბათ, ვერ ვიმუშავეთ მოსახლეობასთან, ვერ გავაკეთეთ გასაკეთებელი.

მეორე ტური ჩატარდება, სალომე ზურაბიშვილი არ აპირებს მოიხსნას კანდიდატურა, როგორც ეს ჭორი გავრცელდა. უფრო მეტად ჩავერთვებით მეორე ტურამდე საარჩევნო პროცესში. მობილიზაცია უნდა გავუკეთოთ ჩვენს მომხრეებს, ვინც არ მივიდა არჩევნებზე ისინიც დავარწმუნოთ, რომ მივიდნენ და გააკეთონ არჩევანი. უნდა ავუხსნათ უკეთესად, რომ ოცნება რასაც დაპირდა მოსახლეობას, ის შეიძლება აუცილებლად შესრულდეს", - განაცხადა თენგიზ ხუბულურმა.

Read 1227 times