Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 30 ოქტომბერი 2018 16:23

გოგებაშვილის ქუჩაზე ბულვარის მოწყობა დეკემბრის ბოლოს დასრულდება

Rate this item
(0 votes)

"გოგებაშვილის ქუჩის მონაკვეთისა და 26 მაისის სანაპიროს სარეაბილიტაციო სამუშაოები დეკემბრის ბოლოს დასრულდება", - ამის შესახებ რადიო “მოზაიკას“ გორის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელმა, ზურაბ ჯალაღონია განუცხადა.

“დეკემბრის ბოლოს დასრულდება სამუშაოები. მოეწყობა საფეხმავლო სივრცეები, გამწვანების სივრცეები, სავალი ნაწილი მთლიანად მოწესრიგდება. უკვე მოეწყო კანალიზაციის ქსელი, რომელიც აქამდე არ იყო. ვფიქრობ ეს ადგილი, არამარტო ჩვენი თანაქალაქელებისთვის, არამედ ტურისტებისთვისაც მიმზიდველი იქნება“, - ამბობს ჯალაღონია.

1 135 236 ლარის ღირებულების სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს “შარა“ ასრულებს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.

Read 1121 times