Back to Top
პარასკევი, 09 ნოემბერი 2018 14:09

გორის მერია ავტომობილებს გაყიდის

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერია მის საკუთრებაში არსებულ ძველ ავტომობილებს საპრივატიზაციოდ გაიტანს.

გადაწყვეტილება ამის შესახებ საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. რა მიმართულებით დახარჯავს გორის მერია ავტომობილების პრივატიზაციიდან მიღებულ თანხას, ეს ჯერჯერობით ცნობილი არაა. თუმცა, საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე ამბობს, რომ მერიის ავტოპარკს განახლება სჭირდება.

ამავე თემაზე: მერიის ავტოპარკის ავტომობილების ნაწილი ტექდათვალიერებას ვერ გაივლის

“ვერ გეტყვით, ზუსტად რაში გამოიყენებს აღმასრულებელი ამ თანხას, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ავტოპარკი აუცილებლად უნდა განახლდეს. ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მანქანების რაოდენობა შეზღუდულია, სხვადასხვა სამსახურები ერთმანეთისგან თხოულობენ. ერთმანეთს უცდიან, მაგალითად, როდის მოივლის ზედამხედველობა, რომ მერე ეკონომიკის სამსახურმა ისარგებლოს ამ მანქანით და ეს დიდ პრობლემას ქმნის. ავტოპარკის განახლება ამ წელიწადს ვერ მოხდება, ეს უნდა მოხდეს შემოსავლების მიხედვით და ალბათ, მომავალი წლისთვის განხორციელდება“, - ამბობს დავით რაზმაძე

Read 1326 times