Back to Top
პარასკევი, 09 ნოემბერი 2018 17:13

ადამიანის უფლებების შესახებ გორში დოკუმენტური ფილმების ჩვენებები მოეწყობა

Rate this item
(0 votes)

გორში, ადამიანის უფლებების შესახებ, დოკუმენტური ფილმების ჩვენებები მოეწყობა. 

ღონისძიებები, რომლის ერთ- ერთი ორგანიზატორი "მეგობრობის ხიდი - ქართლოსია", გორსა და გორის მუნიციპალიტეტის 5 სოფელში ჩატარდება. 

ფილმების ჩვენებების მიზანი მუნიციპალიტეტებში ახალგაზრდებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციების შესაძლებლობის გაძლიერება, რათა მათ პრაქტიკაში გამოიყენონ დოკუმენტური ფილმებით ადამიანის უფლებების სწავლე­ბის მეთოდოლოგია. გარდა ამისა, არასამთავრობო ორგანიზაციაში იმედოვნებენ, რომ ღონისძიებებში მონაწილე ახალგაზრდები გახდებიან მთავარი მოქმედი პირები თავიანთ თემებში ადამიანის უფლებების ხელშეწყო­ბისთვის.

ადამიანის უფლებების შესახებ სულ 19 ფილმს აჩვენებენ. ფილების ჩვენებები გაიმართება გორში, ფხვენისში, ყელქცეულში, სკრასა და ხურვალეთში.

ძირითადი აქტივობები კი მოიცავს: 

  • ახალგაზრდებთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მუნიციპალური ახალგაზრდული სახლების წარმომადგენლების შესაძლებლობების გაძლიერება ადამიანის უფლებებისა და დოკუმენ­ტური ფილმებით ადამიანის უფლებების სწავლების მეთოდოლოგიაში.
  • დოკუმენტური ფილმებით ადამიანის უფლებების სწავლების მეთოდოლოგიური სახელმძღვანელოს შექმნა 5 ფილმით, სპეციფიური ფოკუსით საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებულ გა­მოწვევებზე.
  • საქართველოს სახალხო დამცველის ადამიანის უფლებათა აკადემიის ტრენერთა შესაძლებლობების გაზრდა დოკუმენტური ფილმებით ადამიანის უფლებების სწავლების მეთოდოლოგიაში.
  • ახალგაზრდებისთვის ადამიანის უფლებებზე დოკუმენტური ფილმების ჩვენებების და დისკუსიების ორ­განიზება.
  • ახალგაზრდების მხარდაჭერა თავიანთ თემებში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და პრობლემის გადაჭრაზე ორიენტირებული ინიციატივების განხორციელებაში.
  • ადამიანის უფლებების ფორუმის ჩატარება არასამთავრობო და სამთავრობო სექტორში დოკუმენტური ფილმებით სწავლების მეთოდოლოგიის პოპულარიზების და სექტორთა შორის ადამიანის უფლებების დაცვისა და განხორციელების სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების ხელშესაწყობად.
Read 976 times