"სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი იუწყება, რომ უსაფრთხოების ზომების გაძლიერებასთან დაკავშირებით საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის პერიოდში, 27 ნოემბრის 20:00 საათიდან იგეგმება საქართველოსთან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთის ადგილების ფუნქციონირების დროებითი შეჩერება. აღნიშნული პუნქტების ფუნქციონირება 29 ნოემბერს, დილის 06:00 საათზე განახლდება", - იუწყებიან დე ფაქტო სახელმწიფო უშიშროების კომიტეტში.