მათი განმარტებით, პირად მონაცემებზე წვდომა მმართველი გუნდისთვის შესაძლებელი აღმოჩნდა და ამ გზით ამომრჩევლის განწყობაზე გავლენების მოპოვებას ცდილობენ.
რადიო "მოზაიკა" დაინტერესდა, თუ რა კატეგორიას შეეხო პრემიერის მიერ გაჟღერებული ინიციატივა და არის თუ არა მზაობა ამ პროცესის განსახორციელებლად მიკროსაფინანსო ორგანიზაციებში.
გამოკითხული ონლაინსესხების 7 კომპანიიდან ამ შეთავაზებაზე თანხმობა არცერთმა განაცხადა. მათი ნაწილი კი ამბობს, რომ სპეციალურ განცხადებას დეკემბრის პირველ დღეებში გაავრცელებენ.
მამუკა ბახტაძის განცხადებით, 15 დან 31 დეკემბრის ჩათვლით, ჭარბვალიანობის პრობლემის შესამცირებლად, ფონდ "ქართუს" დახმარებით, ე.წ. შავ სიაში მყოფ მსესხებლებს ვალები გაუნულდებათ.