Back to Top
 

JPrize Web Geo

კვირა, 30 დეკემბერი 2018 15:21

სასწრაფო: ვირუსებზე გამოძახებებმა იმატა, მაგრამ საგანგაშო არაფერია

Rate this item
(0 votes)

ბოლო პერიოდში ვირუსული დაავადებების გავრცელებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა გორის სასწრაფო დახმარების სამსახურის ხელმძღვანელმა.

თემურ თანიაშვილს რადიო "მოზაიკა" მას შემდეგ დაუკავშირდა, რაც მოქალაქეები ჩვენთან საუბარში აღნიშნავდნენ, რომ 112-ზე დარეკვისას ლოდინს ურჩევდნენ, რადგან თავისუფალი ბრიგადა მათი ინფორმაციით, გორის სასწრაფო დახმარების სამსახურს ბოლო დღეებში განმავლობაში არ გააჩნია.

"ვირუსების შემთხვევები რომ სეზონთან დაკავშირებით მომატებულია, ეს ჩვეულებრივი ამბავია. ასეა თითქმის ყოველ წელს ამ დროს. მოქალაქეებში შიში და შეშფოთება იმ ინფორმაციებმა გამოიწვია, რაც ტელევიზიებით ე.წ. ღორის გრიპის შესახებ ვრცელდება. მაგრამ ჩვენი ინფორმაციით, გორში ეს დაავადება არ დაფიქსირებულა და მოსახლეობის პანიკა უსაფუძვლოა", - აცხადებს თემურ თანიაშვილი.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ ვირუსით ინფიცირებული პაციენტების მომრავლება შეინიშნება გორის ჰოსპიტალშიც, თუმცა H1 N1 -ვირუსის დაფიქსირებაც აქაც გამორიცხავენ. აღნიშნული ვითარების გამო გორის ზოგიერთ სკოლაში მოსწავლეები დროზე ადრე დაითხოვეს.

Read 1010 times