Back to Top
ხუთშაბათი, 03 იანვარი 2019 13:45

საკრებულოს თავმჯდომარე: არ ვიცი, რატომ უნდა წაეღო ჩემი მისალოცი ტექსტი ქუთაისის მერს 

Rate this item
(0 votes)

“არ ვიცი რატომ დაემთხვა ჩემი და ქუთაისის მერის ახალი წლის მისალოცი ტექსტი ერთმანეთს“, - ამბობს გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე.

ორი დღის წინ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გორის საკრებულოს თავმჯდომარის  და ქუთაისი მერის, გიორგი ჭიღვარიას ​ახალი წლის მისალოცი ტექსტი იდენტური იყო.

“მე ჩემს ტესტში აქცენტი გავაკეთე იმ პრიორიტეტებზე, რაც ჩვენს მუნიციპალიტეტში არსებობს. არ ვიცი როგორ მოხდა ასეთი მსგავსება. ტექსტის მეორე ნაწილი აბსოლუტურად სხვა იყო, ინფრასტრუქტურებზე და პროექტებზე ვლაპარაკობ. რატომ უნდა წაეღო ქუთაისს გორის მისალოცი ტექსტი. ამბობენ, რომ პარტიის დავალება იყოო და თუ მართლა ასე იყო, მაშინ რატომ გორის მერს არ ჰქონდა იგივე ტექსტი, მით უმეტეს, ბატონი კოტეა პარტიის თავჯდომარე. მე მონახაზი გავაკეთე პრიორიტეტული აქცენტების მიხედვით , რაც მთავრობიდან მოდის“, -განაცხადა დავით რაზმაძემ

დავით რაზმაძემ ახალი წლის მისალოცი ტექსტი Facebook- გვერდზე 31 დეკემბერს 15:30 წუთზე გამოაქვეყნა. ქუთაისის მერმა კი ანალოგიური ტექსტი საღამოს 22:10 წუთზე, თუმცა ქუთაისის მერიის გვერდზე აღნიშნული ტექსტი უკვე აღარ იძებნება.

Read 2126 times Last modified on ხუთშაბათი, 03 იანვარი 2019 13:51