Back to Top
ხუთშაბათი, 03 იანვარი 2019 15:30

გორის საავადმყოფოებში ალკოჰოლური ინტოქსიკაციით 14 ადამიანი მიიყვანეს

Rate this item
(0 votes)

ახალი წლის დღეებში, გორის საავადმყოფოებში ალკოჰოლური ინტოქსიკაციით 14 ადამიანი მიიყვანეს.

1 იანვრიდან დღემდე სამედიცინო ცენტრს "გორმედი" 5 ადამიანმა მიმართა. შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, ხუთივე მათგანი მალევე გაეწერა.

გორის სამხედრო ჰოსპიტალში კი ალკოჰოლური ინტოქსიკაციის დიაგნოზით 9 ადამიანი გადაიყვანეს. ყველა მათგანმა სამედიცინო დაწესებულება იმავე დღეს დატოვა.

Read 1424 times Last modified on ხუთშაბათი, 03 იანვარი 2019 15:34