Print this page
სამშაბათი, 22 იანვარი 2019 15:40

გორის მერია გამარჯვების მემორიალის რეაბილიტაციას იწყებს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ გამარჯვების მემორიალის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა. 


საუბარია ლომჭაბუკის სკვერის ტერიტორიაზე არსებულ მემორიალზე, რომელზეც დაზიანებული წარწერებისა და ორნამენტების ახალი ანალოგის მოწყობისა და ლომჭაბუკის პედესტალზე, ბოლნისის ტუფით ახლად მოპირკეთების, ანალოგიური წარწრებისა და ორნამენტების ამოტვიფრის სამუშაოები ჩატარდება. 

აღნიშნული სამუშაობისთვის გორის მერიას 18 074 ლარი აქვს გათვალისწინებული.

სატენდერო პირობების მიხედვით გამარჯვებულმა კომპანიამ სამუშაოები ხელშეკრულების დადებიდან ერთი თვის ვადაში უნდა შეასრულოს.

Read 1416 times