Back to Top
ორშაბათი, 11 თებერვალი 2019 22:18

მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება

Rate this item
(0 votes)

თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული 50 წლის მამაკაცის სასამართლო პროცესი ხვალ გაიმართება. 

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. 

შეგახსენებთ, რომ თორნიკე მერებაშვილი 2018 წლის ივლისში სოფელ ხელთუბანში გარდაცვლილი იპოვეს. გორის პოლიციამ, ექპერტიზის საფუძველზე, ის მძღოლი დააკავა, რომელიც შსს-ს თქმით, თორნიკე მერებაშვილს დაეჯახა. 

ამავე თემაზე: თორნიკე მერებაშვილის გარდაცვალების საქმეზე გორის პოლიციამ 1 პირი დააკავა

ხვალ სასამართლო დაკავებულისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების თაობაზე იმსჯელებს. 

თორნიკე მერებაშვილის მხარე გამოძიების გაგრძელებას ითხოვს. 

Read 1251 times