Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 14 თებერვალი 2019 14:07

გორის ტექდათვალიერების ცენტრის ქურდობის ფაქტზე პოლიციამ გამოძიება დაიწყო

Rate this item
(0 votes)

შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ გორის ავტოტექნიკური ინსპექტირების ცენტრის ქურდობის ფაქტზე საქმე აღძრეს. 

ავტოტექნიკური ინსპექტირების ცენტრში აცხადებენ, რომ მოპარული არაფერია და მხოლოდ სალარო აპარატია დამტვრეული.

ამავე თემაზე: გორში ტექდათვალიერების ცენტრის გაქურდვა სცადეს - დამტვრეულია სალარო აპარატი

შს სამინისტროს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177 -ე მუხლის მეორე ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის მიხედვით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ქურდობას, ჩადენილს სადგომში ან სხვა საცავში უკანონო შეღწევით.

დანაშაული 3 - დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Read 1248 times