საელჩოს მიერ გამოყოფილი გამოყოფილი თანხით გორის მერია ექსკავატორ - დამტვირთველს შეიძენს.
იაპონიის საელჩომ საგრანტო კონკურსი გასულ წელს გამოაცხადა. პროექტი, რომელიც გორის მერიის სტრატეგიული განვითარების სააგენტომ მოამზადა, ითვალისწინებდა სასმელი და სარწყავი სისტემის მოვლა - ექსპლუატაციის მიზნით ექსკავატორ- დამტვირთველის შეძენას. პროექტის ღირებულება 61 000 აშშ დოლარია.
საკრებულოს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე კი დეპუტატები აღნიშნული თანხის ბიუჯეტში ასახვაზე იმსჯელებენ.