ჯილდოს სახით თანხა მათ იანვარში მიიღეს. მერიის ინფორმაციით, ეს ის თანამშრომლები არიან, რომლებიც დეკემბერში ჯილდოს გაცემისას დეკრეტში იმყოფებოდნენ.
"როგორც სხვა დანარჩენებმა მივიღეთ, დეკემბერში შეფასების შედეგად ჯილდოები, ასევე გადაეცათ ამ თანამშრომლებს, უბრალოდ ესენი, იმ დროს იყვნენ დეკრეტში და ტექნიკურად დეკემბრის მაგივრად ჩაერიცხათ ჯილდო იანვარში".-აღნიშნავენ მერიაში.
შეგახსენებთ, 2018 წლის ბოლოს გორის მუნიციპალიტეტის მერიაში ჯილდოს სახით, 161 385 ლარი გაიცა. საახალწლოდ თანხა მიიღეს, მერის მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა, ყოფილმა ვიცე მერმა, გელა კაპანაძემ, რვა სამსახურის უფროსმა და სხვა თანამშრომლებმა.