Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 15 მარტი 2019 14:25

რუსი ჯარისკაცების გამოჩენის საპასუხოდ, ხურვალეთში მოქალაქეები იკრიბებიან

Rate this item
(0 votes)

ამ წუთებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთში მოქალაქეები იკრიბებიან. 

ადგილზე ჩასულია სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი, რომელიც საზოგადოებას სოფელში ჩასვლისკენ მოუწოდებს. 

"მე აქ ვარ და ყველას ვთხოვ, რომ ჩამოვიდეს. ჩვენ უნდა დავიცვათ ეს სოფელი", - ამბობს გიგა მაქარაშვილი. 

ადგილზე იმყოფება ხურვალეთის მოხუცთა თავშესაფრის ხელმძღვანელი ლუდა სალია. მისი თქმით, "ხურვალეთში რუსი ოკუპანტები შემოვიდნენ და სოფლის ბოლო დაიკავეს. მოგვხედეთ, გვიშველეთ!ხურვალეთში რუსი ოკუპანტები დგანან მოსახლეების ეზოებში".

Read 3713 times Last modified on პარასკევი, 15 მარტი 2019 14:39