გორის ეს ორი სკოლა 50 საპილოტე სკოლას შორის მოხვდა. შემოდგომიდან ეს მოდელი კიდევ 100 სკოლას მოიცავს და ეტაპობრივად, მთელი საქართველოს საჯარო სკოლების მასშტაბით დაინერგება.
„ახალი სკოლის მოდელი“ - განათლების სისტემაში დაგეგმილი რეფორმის ნაწილია. მისი მიზანია, ჩამოაყალიბოს კრიტიკულ აზროვნებაზე, პიროვნებაზე ორიენტირებული საგანმანათლებლო გარემო, რომელიც მოზარდს 21-ე საუკუნის გამოწვევებისთვის საჭირო ცოდნას და უნარ-ჩვევებს მისცემს.
ამავე თემაზე: "ახალი სკოლის მოდელი" გორში სექტემბრიდან განხორციელდება
მხარდამჭერი ჯგუფების მთავარი ამოცანაა, დაეხმარონ სკოლებს სასკოლო კლიმატისა და სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესებაში. მხარდამჭერი ჯგუფები I-IV კლასების პედაგოგებთან სკოლის ბაზაზე ქოუჩინგის პრინციპით იმუშავებენ შემდეგი ძირითადი მიმართულებებით:
- სასკოლო სასწავლო გეგმის განვითარება და დანერგვა;
- სკოლის მართვის ეფექტიანი მიდგომების განვითარება;
- ციფრული ტექნოლოგიების ინტეგრირება სწავლა-სწავლების პროცესში.
მხარდამჭერის ჯგუფების წევრების ტრენინგებს უძღვებოდნენ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სკოლამდელი და ზოგადი განათლების განვითარების დეპარტამენტის ექსპერტები და სსიპ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ტრენერები.