Back to Top
პარასკევი, 12 აპრილი 2019 13:30

"მოზაიკას" სიუჟეტის შემდეგ გორის მერიამ შეცდომით დამონტაჟებული აბრა მოხსნა

Rate this item
(0 votes)

გორში გორგასლის ქუჩაზე დამონტაჟებული (ჯანო) ბაგრატიონის აბრა მერიამ მას შემდეგ ჩამოხსნა, რაც რადიო "მოზაიკამ" ამ შეცდომაზე სიუჟეტი მოამზადა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ადგილზე მივიდნენ და დაადასტურეს, რომ აბრა აღნიშნულ ტერიტორიაზე შეცდომით იყო დამონტაჟებული. ამჟამად ეს აბრა მითითებულ ადგილზე უკვე აღარ არსებობს. 

გორში გორგასლის ქუჩაზე ირაკლი (ჯანო) ბაგრატიონის აბრა მერიამ ორი წლის წინ დაამონტაჟა. მას შემდეგ რაც ამის შესახებ "მოზაიკამ" ინფორმაცია გაავრცელა, შეცდომა გამოასწორეს.

მასალა, რომელსაც მერიის მხრიდან რეაგირება მოჰყვა: 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 1349 times Last modified on ორშაბათი, 15 აპრილი 2019 11:54