Back to Top
 

JPrize Web Geo

შაბათი, 24 თებერვალი 2018 13:28

საბავშვო ბაღებში მშობლებმა აცრის დამადასტურებელი ცნობები ორშაბათიდან უნდა წარადგინონ

Rate this item
(0 votes)

პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, აცრების დამადასტურებელი ცნობის გარეშე საბავშვო ბაღებში ბავშვებს აღარ დაუშვებენ.

გადაწყვეტილების შესაბამისად მოქმედება გორის მუნიციპალიტეტში უკვე დაიწყეს. ყველა ბავშვმა აცრის დამადასტურებელი ცნობა საბავშვო ბაღში ორშაბათიდან უნდა წარადგინოს.

გორის მუნიციპალიტეტის საბავშო ბაღების მართვის სააგენტოს ცნობით, ეს ინფექციური დაავადებების გავრცელების თავიდან ასაცილებლად კეთდება. 

პრევენციული ღონისძიების სახით, შენობების სველი წესით ყოველდღიური დამუშავება და განიავებაც გადაწყდა. 

ადმინისტრაციას ასევე დაევალა. ყოველ დილით შენობების - იატაკის, სახელურები - სველი წესით დაამუშაოს და გაანიაოს. ასევე, პერიოდულად, საფუძვლიანი დეზინფექციია ჩაატაროს, რომ ინფექციის გავრცელების საფრთხე თავიდან ავირიდოთ. რაც შეეხება აცრების დამადასტურებელ ცნობას, მისი აღება იმ სამედიცინო დაწესებულებებშია შესაძლებელი, სადაც ბავშვის მკურნალი ექიმი და აცრის კაბინეტია.

Read 2240 times