Back to Top
პარასკევი, 19 აპრილი 2019 11:47

"დელტა" გორში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟების პროექტზე მუშაობს

Rate this item
(0 votes)

სახელმწიფო სამხედრო - სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი “დელტა" მუშაობს პროექტზე, რომელიც გორის მუნიციპალიტეტში სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის დამონტაჟებას ითვალისწინებს. 

როგორც "დელტაში" რადიო "მოზაიკას" განუცხადეს, ჯერჯერობით პროექტის დასრულების ზუსტი ვადა განსაზღვრული არაა.

"ჩვენ ვმუშაობთ პროექტზე, მაგრამ როდის მოეწყობა აღნიშნული სისტემა, ზუსტი თარიღი განსაზღვრული არაა. მინდა გითხრათ, რომ ჩვენთან გორელი ფერმერებისგან არ ყოფილა მოთხოვნა, რომ დამონტაჟებულიყო სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა. მათ თუ აქვთ ამის სურვილი, მოგვმართონ წერილობით", - განუცხადეს რადიო "მოზაიკას" სამხედრო - სამეცნიერო ცენტრში "დელტა".

Read 2700 times