Print this page
პარასკევი, 19 აპრილი 2019 12:45

გორში ვლადიმერ ხომერიკი მოსახლეობას შეხვდება

Rate this item
(0 votes)

"ძველი ნდობისა და სახალხო დიპლომატიის აღდგენის მიზნით, გორში შეხვედრას გავმართავთ", - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" შეხვედრის ერთ - ერთმა მონაწილემ აცნობა.

მისი თქმით, ხვალინდელ შეხვედრაზე ჩამოვა ვლადიმერ ხომერიკიც, რომელიც რუსი და ქართველი ხალხის ერთიანობის ფონდის პრეზიდენტია.

"უნდა აღდგეს ურთიერთობა რუსებთან, ოსებთან და აფხაზებთან. არის ხალხი, რომელიც დაიღალა ამ ყველაფრით, აღარ უნდა დაძაბულობა და უნდა მშვიდობიანი ურთიერთობები. ამიტომ ჩენ უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, რომ გადაიდგას ამ მიმართულებით ნაბიჯები.

რაც შეეხება დე ფაქტო ხელისუფლებებს, არ უნდა მოხდეს არავის იგნორირება. ყველას უნდა ველაპარაკოთ თავის სათანადო დონეზე. იმ ხელისუფლებას, რომელიც არ არის აღიარებული, უნდა ველაპარაკოთ როგორც დე ფაქტო - ს და არა დე იურე - ს. 

პრობლემების მოგვარებაში რა ნაბიჯებიც იქნება საჭირო, ყველა უნდა გადაიდგას აუცილებლად", - განუცხადა რადიო "მოზაიკას" ა/ო "მეგობრობა და ერთობას" ხელმძღვანელმა, ოლეგ სანდროშვილმა.

Read 3293 times