Back to Top
შაბათი, 11 მაისი 2019 19:27

გორის "დილა" ბოლნისში დამარცხდა

Rate this item
(0 votes)

ზედიზედ სამი მატჩის მოგების შემდეგ, გორის დილამ ადგილობრივ "ბოლნისთან" დათმო შეხვედრა.

ანგარიში კირკიტაძემ მე - 12 წუთზე გახსნა. გორელებმა წონასწორობა ტაიმის მიწურულს, სიონის მცველის შეცდომით აღადგინეს, გოლის ავტორი ალვინ ფორტესი გახდა.

მეორე ტაიმში გორელებმა სამი რეალური საგოლე მომენტი შექმნეს, მაგრამ ვერ ისარგებლეს და ამისთვის დაისაჯნენ: 72-ე წუთზე გადამწყვეტი გოლი ვილი ისიანმა გაიტანა და სიონმა 2:1 მოიგო.

გორის დილა სატურნირო ცხრილში მე - 7 ადგილზე იმყოფება. გუნდს 12 მატჩში 11 გოლი აქვს გატანილი

Read 569 times