Back to Top
კვირა, 12 მაისი 2019 14:35

გორის მუნიციპალიტეტში ქმარმა 24 წლის ორსული ცოლი სცემა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში 31 წლის მამაკაცი ცოლზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. 

შსს-ის ინფორმაციით, დაკავებულმა თავის ორსულ მეუღლეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. გორის ერთ-ერთი სოფლიდან, მამაკაცი წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.

შსს-ის ცნობით, საქმეზე გამოძიება სსკ-ის 126-ე პრიმა მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით მიმდინარეობს, რაც ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით, ვადით ორასიდან ოთხას საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით, ვადით ერთიდან სამ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

Read 1135 times Last modified on კვირა, 12 მაისი 2019 14:47