Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 21 მაისი 2019 11:57

გორის მერიამ უფლისციხეში გზის შეკეთებისთვის ტენდერი გამოაცხადა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ უფლისციხეში გზის საფარის რეაბილიტაციისთვის ტენდერი გამოაცხადა.

მერია დაახლოებით 170 მეტრი სიგრძის გზის შეკეთებას აპირებს.

სატენდერო პირობების მიხედვით, გამარჯვებულმა კომპანიამ გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები ერთ თვეში უნდა დაასრულოს. სამუშაოების ღირებულება 38 000 ლარია.

ადგილობრივების თქმით, გზის შეკეთების საჭიროება მას შემდეგ დადგა, რაც სატვირთო ავტომობელებმა დაიწყეს მოძრაობა. ამ გზის გამოყენებით კარიერებიდან ინერტულ მასალას ეზიდებიან.

Read 752 times