Back to Top
ხუთშაბათი, 23 მაისი 2019 11:33

გორის მერიამ შეკვეთილი ინფორმაციის გასავრცელებლად 56 500 ლარი გაითვალისწინა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის მიხედვით, მიმდინარე წელს გორის მერიას ტელე-რადიო მაუწყებლებისა და საგამოცემო საქმიანობისთვის 56 500 ლარი აქვს გამოყოფილი.

ეს თანხა 2017 წლის შემდეგ 29 600 ლარით გაიზარდა და 26 900 ლარის ნაცვლად, 2018 და 2019 წელს აღნიშნული მიმართულებით თანხა 56 500 ლარამდე გაიზარდა.

როგორც მერიიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციიდან ირკვევა, გორის მერიას ამ ეტაპზე ხელშეკრულება ერთ - ერთ ცენტრალურ ახალი ამბების სააგენტოსთან აქვს გაფორმებული, რომლის საერთო ღირებულება 4 900 ლარს შეადგენს. მომსახურების ერთი თვის ღირებულება კი 415 ლარითაა განსაზღვრული.

ხელშეკრულების მიხედვით, თანხის ჩარიცხვა სააგენტოსთან წლის ბოლომდე ეტაპობრივად განხორციელდება. ჯერჯერობით უცნობია, რა მიმართულებით აპირებს მერია ბიუჯეტის აღნიშნულ მუხლში დარჩენილი 51 600 ლარის გახარჯვას წლის განმავლობაში.

Read 897 times