Back to Top
ხუთშაბათი, 23 მაისი 2019 11:58

გორში, 25 მაისს ტურისტული სეზონი საზეიმოდ გაიხსნება

Rate this item
(0 votes)

გორში, 25 მაისს, წერეთლის ქუჩის ბოლოს, ტაძრების მოედანზე შიდა ქართლის ტურისტული სეზონი 15:00 საათზე გაიხსენება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გორის მოსწავლეთა მოლაშქრე კლუბები. 

“დაახლოებით, სამასამდე მოსწავლე გამოვა. გამოფენა იქნება, ფანჩატურებში გაიყიდება ადგილობრივი პროდუქტი, მოაწყობენ გამოფენას და პოპულარიზაციას გაუწევენ წერეთლის ქუჩას. იქნება ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. შემდეგ იქნება სიტყვით გამოსვლა და საზეიმო კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ გორის ვაჟთა გუნდი და ხალხურ საკრავთა ანსამბლი, სხვადასხვა ადგილობრივი ჯგუფები, ბოლოს სცენას დაიკავებს “ბლექსთარის“ ბენდი“, - გვითხრა რობერტ მაღლაკელიძემ, ტურის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა.

Read 1112 times