Back to Top
ხუთშაბათი, 13 ივნისი 2019 13:52

გორის ზოგიერთ სკოლაში მხოლოდ 2 პირველკლასელი დარეგისტრირდა

Rate this item
(0 votes)
პირველკლასელთა ელექტრონული რეგისტრაცია დასრულდა. გორის მუნიციპალიტეტის ზოგიერთ სკოლაში მხოლოდ 2 პირველკლასელი დარეგისტრირდა.
არაშენდა, ახალხიზა, ბნავისი, ერგნეთის და ოთარშენი - ეს იმ სოფლების ჩამონათვალია, სადაც მხოლოდ ორი მოსწავლე დარეგისტრირდა.
გორის საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, ისინი შეუფერხებლად ისწავლიან სკოლაში.
„მნიშვნელობა არ აქვს რაოდენობას. ერთი მოსწავლეც რომ იყოს, მაინც ჩვეულ რეჟიმში წარიმართება სასწავლო პროცესი“, - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
გარდა აღნიშნული სოფლებისა, პირველკლასელთა სიმცირეს უჩივის ახრისის (3 მოსწავლე), სათემოს (4 მოსწავლე), წითელუბნის (4 მოსწავლე) და ბოშურის (5 მოსწავლე) სკოლები.
ელექტრონული რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, სკოლებში პირველკლასელთა საბუთების მიღება დაიწყო, რაც 21 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.
Read 1138 times