ავტორის თქმით, ამ წიგნით მკითხველი აჩაბეთის ისტორიას გაეცნობა.
"სექტემბერში გამოვა ჩემი საავტორო წიგნი "აჩაბეთი და აჩაბეთელები". წიგნი ძირითადად სოფლის და მოსახლეობის ისტორიაზე იქნება. გამოცემა რიგი მიზეზების გამო ცოტა გაგვიგრძელდა, მაგრამ ჩემი მეგობრები ყველანაირად მეხმარებიან, რომ სექტემბერში დაიბეჭდოს. ახლა ისტორიების შეგროვების პროცესში ვართ. ვფიქრობ, არც ერთი ოჯახი არ დარჩება ყურადღების მიღმა. ჩვენ სოფელზე ძალიან ცოტა ინფორმაცია ვიცით და სანამ შეგვიძლია წერა, ბურუსს მიღმა არაფერი არ უნდა დავტოვოთ ", - ამბობს ციცინო ბაბუციძე