ჯამში, მერიის თანამშრომლებზე ფულადი ჯილდოს სახით, 74 043 ლარი გაიცა. მათ შორის, მერიის ხელმძღვანელობისთვის - 2550 ლარი; მერიის თანამშრომლებისთვის - 68 150 ლარი; შტატგარეშე თანამშრომლებისთვის - 3343 ლარი.
საჯარო სამსახურებში ფულადი ჯილდო გაიცემა თანამშრომელთა მიერ დაკისრებული ფუნქციების ზედმიწევნით და სანიმუშოდ შესრულებისათვის, ასევე ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის ან/და მათ მიერ განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის.