Back to Top
ორშაბათი, 22 ივლისი 2019 15:35

ცხინვალის რეჟიმი გენოციდის ოფიციალურად აღიარებას ითხოვს

Rate this item
(0 votes)

ე.წ. სამხრეთ ოსეთის პარლამენტი გეგმავს 1920 წელს საქართველოს მიერ „სამხრეთ ოსეთის ხალხის“ „გენოციდის“ ოფიციალურად აღიარების თხოვნით, რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს მიმართოს.

ცხინვალის რეჟიმი ვლადიმერ პუტინის შეფასებას ეყრდნობიან, როდესაც რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოს ისტორიის საკუთარ ვერსიაზე ისაუბრა. მაშინ პუტინმა განაცხადა, რომ ის სისასტიკე, როგორც მაშინ მოქმედებდნენ ქართული ჯარები, „არის სწორედ ის, რასაც დღეს გენოციდს უწოდებენ“.

საკითხი ე.წ. „სამხრეთ ოსეთის პარლამენტმა“ დღეს განიხილა. დეპუტატებმა გაიხსენეს 100 წლის წინანდელი მოვლენები და წარადგინეს სტატისტიკური მონაცემებიც. მიმართვის სამი ვარიანტი მოამზადეს და მათ შესაჯერებლად მუშაობის გაგრძელებას ორშაბათს აპირებენ.

ამ ინფორმაციას „სპუტნიკ ოსეტია“-ზე დაყრდნობით „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

Read 300 times