Back to Top
ორშაბათი, 19 აგვისტო 2019 12:50

გორის მერი: ვუთხარი შეეჩერებინათ ბორდერიზაცია, მათ კი ზურგი მაქციეს

Rate this item
(0 votes)

გუგუტიაანტკარში ამ წუთებში გორის მერი იმყოფება. კონსტანტინე თავზარაშვილი, საკრებულოს წევრთან, მერაბ მახარაშვილთან და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად იმ ადგილას მივიდა, სადაც საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლები ძელებს ამაგრებენ.

გორის მერმა რამდენიმე წუთის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

"ჩემთვის ძალიან რთული იყო ამ სიტუაციის ყურება, ძალიან ემოციურია ეს ყველაფერი. მივედი და ვუთხარი რომ რასაც აკეთებდნენ შეეჩერებინათ, აეღოთ და წაეღოთ ეს ყველაფერი უკან, რადგან მათ ვუთხარი, რომ ეს არის უკანონო, მაგრამ მათზურგი მაქციეს და მხოლოდ ის თქვეს რომ ასრულებენ ბრძანებას", -აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

Read 1645 times