Back to Top
პარასკევი, 23 აგვისტო 2019 13:07

გუგუტიაანთკარში რუს ჯარისკაცებს სამუშაოები დღეს აღარ განუახლებიათ

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარში საოკუპაციო ძალების მიერ უკანონო ღობის აღმართვის პროცესი ამ დროისთვის შეჩერებულია.

გარკვეულ პერიმეტრზე ბოძები და ღობეები ოკუპანტებმა 7 აგვისტოდან გაავლეს, დღეს კი როგორც გუგუტიაანტკარში ამბობენ პროცესი აღარ განახლებულა.

ადგილობრივების ინფორმაციით, სარწყავი წყლის გამანაწილებელი ჭა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არ მოქცეულა, თუმცა მაინც შიშობენ, რომ პერიოდულად არსებული ვითარებიდან გამომდინარე, სარწყავი წყლის მიწოდების პრობლემა მაინც შეექმნებათ, რადგან ეს საკითხი მათი ვარაუდით, რუსების კეთილ ნებაზე იქნება დამოკიდებული.

Read 359 times