Back to Top
პარასკევი, 23 აგვისტო 2019 14:10

1-ელ სექტემბერს ნიქოზში ანიმაციური ფილმების ფესტივალი იხსნება

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიქოზში 1-ელ სეტემბერს ანიმაციური ფილმების მე-9 საერთაშორისო ფესტივალი გაიხსნება.

უკვე ცნობილია წლევანდელი ფესტივალის პროგრამა.

1 სექტემბერი, 2019 (კვირა)

ფესტივალის საზეიმო გახსნა

ნიქოზი - ეპისკოპოსის სასახლე

14:00
• ქორეოგრაფიული წარმოდგენა - წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები
• ხალხური სიმღერები - წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები
• მისასალმებელი სიტყვა - ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია
• „ნიქოზი“ - ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეების მიერ სტეფანე ბირიუკოვის ოსტატობის გაკვეთილზე შექმნილი ანიმაციური ფილმი
• მისასალმებელი სიტყვა - ფესტივალის სტუმრები

ნიქოზი - წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლა


15:30
• „ნიქოზის ხელოვნების სახლი“ - საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების პროექტების გამოფენა
• ჩრდილების თეატრი „მინიატურები“ - ნიქოზის ხელოვნების სკოლის მოსწავლეები

ნიქოზი - ეპისკოპოსის სასახლე


16:30
• კლასიკური მუსიკის კონცერტი - ნიქოზის ხელოვნების სკოლის ყოფილი მოსწავლე გიორგი მაღრაძე და მისი მეგობრები: მარიანა კირაკოზოვა, ლიკა ხორბალაძე, მედეა ხეოშვილი

ნიქოზი - მონასტრის საგამოფენო დარბაზი


17:15
• თემო მაჭავარიანის ნახატების გამოფენა

Read 836 times