Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 01 ოქტომბერი 2019 16:37

სკოლის დირექტორი: ჩვენი მასწავლებლები სკოლაში გარემოსთან შესაბამისი სამოსით დადიან

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში პედაგოგების ჩაცმულობის საკითხს დირექტორი ეხმაურება.

რადიო "მოზაიკამ" მათემატიკის საგნის მასწავლებლის ჩაცმულობა, სწორედ იმ სკოლის ადმინისტრაციასთან გადაამოწმა, სადაც პრეტენზიებს მშობლების ნაწილი გამოთქვამდა.

დირექტორი ამბობს, რომ მოსწავლეთა მშობლების შეფასებები უსაფუძვლოა და ყველა პედაგოგი სკოლაში სამუშაო გარემოსთან შესაბამისი სამოსით დადის.

"მსგავსი არაფერი შემინიშნავს, კი გვყავს მათემატიკის ახალი პედაგოგები წელს სკოლაში მაგრამ მათ ჩაცმულობაზე პრეტენზიები არც მოსწავლეების და არც მათი მშობლებისგან მსმენია, რა თქმა უნდა ახლა უფრო ყურადღებით ვიქნები ამ საკითხთან დაკავშირებით მაგრამ მინდა გითხრათ რომ ჩაცმულობის საკითხი სკოლის შინაგანაწესითაც რეგულირდება და მას ყველა პედაგოგი და მოსწავლე აკმაყოფილებს. მათ უნდა ეცვათ სკოლაში ყოფნის შესაბამისად, მოწესრიგებულად უნდა გამოიყურებოდნენ, პედაგოგებს კი კლასიკური ჩაცმულობა უნდა ახასიათებდეთ და ასეც არის", - ამბობს სკოლის დირექტორი

 

ამავე თემაზე: გორის ერთ-ერთ სკოლაში მშობლები პედაგოგის ჩაცმულობას აპროტესტებენ

Read 980 times Last modified on სამშაბათი, 01 ოქტომბერი 2019 16:51