Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 10 ოქტომბერი 2019 14:06

სტალინის ფოტოები და წითელი დროშები - გორში სტალინისტების დაანონსებული აქცია იწყება

Rate this item
(0 votes)

სტალინისტების მიერ დაანონსებული აქცია იწყება - სტალინის სახლ-მუზეუმის ეზოში, ამ დროისთვის, 50-მდე ადამიანია შეკრებილი. 

"კომუნისტური პარტიისა" და ორგანიზაციის "მეგობრობა და სამართლიანობა" წევრები ამბობენ, რომ დღევანდელი აქცია გამაფრთხილებელი ხასიათიაა. ისინი სტალინის ფოტოებით და წითელი დროშებით გროვდებიან. 

"ეს არის გამაფრთხილებელი აქცია, რომლითაც ვამბობთ, რომ ჩვენ ვიწყებთ ბრძოლას, რათა სტალინის ძეგლი დაბრუნდეს ქალაქის ცენტრში", - ამბობს ზურაბ მეზვრიშვილი. 

ჯერჯერობით, აქციის მონაწილეთა შორის ახალგაზრდები არ ჩანან.  უკვე შეკრებილი ადამიანები კი ამბობენ, რომ ისინი ძალიან ბევრნი არიან და ამ სიმრავლით, შეძლებენ დასახული მიზნის მიღწევას - ქალაქის მთავარ მოედანზე სტალინის ძეგლის დაბრუნებას. 

Read 635 times