Back to Top
სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019 12:00

ატენის სიონთან ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს 

Rate this item
(0 votes)

ატენში სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსთან, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

1.2 მილიონი ლარის ღირებულების პროექტს ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. 

პროექტი ითვალისწინებს საზოგადოებრივი საპირფარეშოებისა და ავტოსადგომის მშენებლობას. ასევე დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების მოწყობა.
სიონის ტაძრის სამონასტრო კომპლექსში ადგილობრივი და უცხოელი ტურისტების და მომლოცველების რაოდენობა მუდმივად მატულობს, მონასტერთან არსებული ინფრასტრუქტურა კი ვეღარ აკმაყოფილებდა გაზრდილ მოთხოვნას. პროექტის დასრულების შემდეგ კი სრულად მოწესრიგდება ტურისტული ინფრასტრუქტურა, რაც რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელ პირობებს შექმნის.
სამუშაოები მიმდინარე წლის სექტემებრში დაიწყო და 2020 წლის მარტში დასრულდება.

 

Read 358 times