Back to Top
სამშაბათი, 15 ოქტომბერი 2019 13:14

გორის მუნიციპალიტეტში, ნაგავზე საშუალოდ 42კგ. პამპერსი იყრება

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ნაგავზე დაახლოებით 42,65 კგ პამპერსი იყრება, რაც აღდგენადი ნარჩენების 6%-ს შეადგენს.

აღნიშნული მაჩვენებელი ნარჩენების მორფოლოგიური შემადგენლობის სეზონური კვლევის შედეგად გამოვლენილი მონაცემებიდანაა გამოყვანილი, - აღნიშნულის შესახებ მუნიციპალიტეტის ნარჩენების მართვის გეგმაშია ნათქვამი.

დოკუმენტის მიხედვით, ყოველდღიურად გორის მუნიციპალიტეტიდან მთლიანობაში 20 ტონამდე ნაგავი გადის. ეს იმ ლოკაციებიდან, რომლებსაც კეთილმოწყობის სააგენტოს შესაბამისი მომსახურება ეხებათ.

თუ 2017 წელს 104 სოფლიდან ნარჩენების გატანის მომსახურება 49 სოფელს ეხებოდა, დღეის მდგომარეობით, ეს რიცხვი 77-მდეა გაზრდილი.

22 სოფელი კი კვლავ ურნებისა და ნარჩენების გატანის მოლოდინში რჩება.

Read 712 times