Print this page
პარასკევი, 08 ნოემბერი 2019 13:54

როგორ წყალს ვსვამთ გორში? - ანგარიშის შედეგები

Rate this item
(0 votes)

გორის მერიამ ქალაქის მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის პროექტი საზოგადოებას გუშინ წარუდგენა.

როგორც აღნიშნული დოკუმენტიდან ირკვევა, გორში წყლის ხარისხობრივი მდგომარეობის ზუსტი შეფასება რთულია, რადგან ხელმისაწვდომი საყრდენი მასალები მოძველებულია ან არ არის საკმარისი.

რადიო "მოზაიკა" უცვლელად გთავაზობთ ამონარიდს პროექტიდან:

ხელმისაწვდომი ემპირიული მასალების საექსპერტო შეფასებით, დღეს ქ. გორში წყლის დაბინძურების თვალსაზრისით რამდენიმე მნიშვნელოვანი გამოწვევის დასახელებაა შესაძლებელი. ესენია:

 საკანალიზაციო წყლების დიდი ნაწილი გაუწმენდავად ჩაედინება მდინარეებში;

 ქალაქში არსებობს არეალები, რომლებიც არ არის მიერთებული საკანალიზაციო სისტემაზე და საიდანაც ნარჩენები ასევე პირდაპირ მდინარეებში ჩაედინება;

 სასოფლო-სამეურნეო სავარგულებიდან (ძირითადად, სასუქების შეტანით გამოწვეული) ნიტრატებით დაბინძურების შემთხვევები;

 მტკვრის ჭალებთან არასანიტარული ნაგავსაყრელის (გორის ნაგავსაყრელი) სიახლოვე, რომელიც შესაძლოა აბინძურებდეს მიწისქვეშა წყლებსა და მდინარე მტკვრის ჭალებს;

 მდინარეთა კალაპოტების საყოფაცხოვრებო ნარჩენებით დაბინძურება;

 მიწისქვეშა წყლების შესახებ ინფორმაციის არარსებობა, განსაკუთრებით, ახლად ათვისებულ არეალებში.

Read 1428 times