Back to Top
პარასკევი, 20 დეკემბერი 2019 11:54

რესტორან „იმპერიალის“ მფლობელმა „ქართულ ოცნებას“ 50 000 ლარი შესწირა

რესტორან "იმპერიალის" მფლობელმა, მერაბ ქუჩუკაშვილმა "ქართულ ოცნებას" 50 000 ლარი შესწირა.

როგორც საქართველოს აუდიტის სამსახურის ოფიციალური ინფორმაციიდან ხდება ცნობილი, მერაბ ქუჩუკაშვილმა "ქართულ ოცნებას" თანხა მიმდინარე წლის 12 დეკემბერს გადაურიცხა.

მერაბ ქუჩუკაშვილმა გასულ წელს, ჯერ კიდევ პრეზიდენტობის კანდიდატ, სალომე ზურაბიშვილსაც შესწირა თანხა.

 

ამავე თემაზე: რესტორან "იმპერიალის" მფლობელმა სალომე ზურაბიშვილს 15 000 ლარი შესწირა

 

მერაბ ქუჩუკაშვილი, რესტორან "იმპერიალი"-ს გარდა შპს "ნატურალი7"-ს 50%-იან წილს ფლობს; გარდა ამისა ის არის შპს "ტემპი+"-ს 33.33%-იანი წილის მფლობელი.

 

 

პუბლიკაცია მომზადდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს დაფინანსებით. მის შინაარსზე პასუხისმგებელნი არიან ავტორები. პუბლიკაციაში გამოთქმული ყველა მოსაზრება, შესაძლოა, არ ემთხვეოდეს ევროპის ფონდისა და შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ოფიციალურ პოზიციებს.

Read 2354 times Last modified on ორშაბათი, 23 დეკემბერი 2019 15:30