Back to Top
ხუთშაბათი, 09 იანვარი 2020 14:15

გორში ახალი ავტოსადგური კომბინატის დასახლებაში აშენდება

Rate this item
(2 votes)

ახალი ავტობუსებისთვის ავტოსადგური კომბინატის ტერიტორიაზე მოეწყობა, - ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" გორის მერიიდან მიაწოდეს.


უწყებაში ამბობენ, რომ მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ შეძენილი ახალი ავტობუსები ჯერ არ გადმოუციათ.


"ჯერჯერობით არ გადმოგვცემია ახალი ავტობუსები. ველოდებით კანონმდებლობის ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, გორს მუნიციპალური ტრანსპორტის მართვის უფლება მიენიჭება. თებერვლისთვის ველოდებით ავტობუსების გადმოცემას. ასევე უნდა მოეწყოს ახალი ავტოსადგური, რომელიც კომბინატის დასახლებაში, იმ ტერიტორიასთან ახლოს იქნება, სადაც მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარი შენდება. ამაჟამად მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები", - გვითხრეს მერიაში.

 

ამავე თემაზე: რა მოჰყვება გორის მუნიციპალიტეტში ახალი ავტობუსების შემოყვანას


ინფორმაციისთვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა სხვადასხვა მუნიციპალიტეტისთვის 175 ერთეული ავტობუსი შეიძინა, 30 ავტობუსი კი გორს გადმოეცემა.

 

ამავე თემაზე: გორის მერიამ ავტობუსების სადგომის მოსაწყობად ტენდერი გამოაცხადა

Read 889 times