Back to Top
პარასკევი, 10 იანვარი 2020 12:56

გორის მუნიციპალიტეტის 2 სკოლაში ოსური ენის წრე გაიხსნა

Rate this item
(0 votes)

შავშვებისა და წითელუბნის საჯარო სკოლებში ოსური ენის შემსწავლელი წრეები ამოქმედდა. წრეებში გაერთიანებულია 50 მოსწავლე.

მოსწავლეები მეცადინეობენ სამხრეთ ოსეთის განათლების სამსახურის მიერ სპეციალურად მომზადებული ოსური ენის სახელმძღვანელოებით.


"ოსური ენის პოპულარიზაციისთვის, სამხრეთ-ოსეთის ადმინისტრაცია სხვადასხვა ღონისძიებას ახორციელებდა 2019 წლის განმავლობაში და წელსაც აქტიურად გაგრძელდება ამ მიმართულებით მუშაობა. გაიმართა ოსური ენის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგოზას და გორის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის წითელუბნის და შავშვების საჯარო სკოლებთან არსებული ოსური ენის შემსწავლელი წრეების მოსწავლეებმა, ღონისძიებას ესწრებოდნენ საქართველოში მოღვაწე ოსი ეროვნების წარმომადგენლები, ადმინისტრაციის თანამშრომლები და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტროს წარმომადგენლები. მოსწავლეები ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ ოსურ ენაზე შედგენილი ტექსტის ქართულ ენაზე თარგმნაში, მცირე მოცულობის ტესტის შედგენასა და ოსურ ენაზე შექმნილი ნაწარმოებების მხატვრულად კითხვაში. ღონისძიებაში მონაწილე მოსწავლეები დაჯილდოვდნენ ფასიანი საჩუქრებით", - აცხადებს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების განყოფილების ხელმძღვანელი სოსო ცოტნიაშვილი.

Read 410 times