Back to Top
ორშაბათი, 13 იანვარი 2020 13:38

2020 წლისთვის დევნილი სტუდენტების დასაფინანსებლად საბუთების მიღება დაიწყო

Rate this item
(0 votes)

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსის მქონე სტუდენტებს წელსაც დააფინანსებს, ამისთვის საჭირო დოკუმენტაციის მიღება უკვე გამოაცხადა.

 

დაფინანსების მისაღებად სტუდენტებმა 2020 წლის 30 იანვრამდე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

 

  • განცხადება;
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
  • დევნილის მოწმობა (დედანი);
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა;
  • საგამოცდო ნომერი;
  • პირადი საბანკო ანგარიში.

2020 წელს საქართველოს უმაღლეს სა­განმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა დაფინანსების ოდენობა და პირობები სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 8 იანვრის ბრძანებით დამტკიცებული სტუდენტების სწავლების დაფინანსების წესითაა განსაზღვრული.

 

"ამ წესის შესაბამისად დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან დევნილმა სტუდენტმა, რომელმაც ვერ მოიპოვა სასწავლო გრანტის სრული ოდენობა, არ სწავლობს იმ პროგრამულ მიმართულებაზე, რომელსაც სრულად აფინანსებს სახელმწიფო, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ან ჩაირიცხა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების პირველ წელს ყველა საგანში მიღებული აქვს შეფასების 91-100 ქულა – (A) ფრიადი" , - აცხადებენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში.

 

უწყების ცნობით, სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და ამ წესით გაცემული თანხის ჯამი არ შეიძლება აღემატებოდეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალურ ოდენობას, რომელიც 2250 ლარითაა განსაზღვრული.

Read 370 times