Back to Top
ორშაბათი, 13 იანვარი 2020 16:08

"გორმედის" ექიმი: გრიპის ვირუსი თებერვლიდან იკლებს, თუ "ა" ტიპის ახალი ტალღა არ წამოვიდა

Rate this item
(0 votes)

"გრიპის ვირუსთან დაკავშირებით გაზრდილი მომართვიანობა სეზონიდან გამომდინარეა და პანიკის საფუძველი არ არსებობს",  - ასე შეაფასა არსებული ვითარება რადიო "მოზაიკასთან" საუბრისას "გორმედის“ ქსელის გორის საუნივერსიტეტო კლინიკის თერაპიული დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

გია მღებრიშვილი სიტუაციის დარეგულირებას თვის ბოლოსკენ ვარაუდობს თუმცა არ გამორიცხავს, რომ ზამთრის ბოლო თვეს გრიპის სხვა ტიპის ვირუსმა იჩინოს თავი.

 

"გასულ წელთან შედარებით, პაციენტთა რაოდენობა უფრო ნაკლებია. მაგალითად, თუ გასულ წელს ამ დროს 30 პაციენტი იყო სტაციონარში, ახლა ეს რიცხვი 18-ია.ბუნებაში არსებობს ორი სახის ვირუსი ა და ბ- ტიპის. შარშან "ა" ტიპი იყო გავრცელებული, წელს ბ ტიპის ვირუსია წამყვანი. თუმცა გართულებები და გამოსავალი თითქმის იდენტურია. არ არის ის სიტუაცია რომ ავტეხოთ განგაშის ზარები. ჩვეულებრივი სტაბილური სიტუაციაა. ნელნელა ერთ-ორ კვირაში კლებისკენ წავა ტენდენცია. სიტუაცია თებერვლისკენ დალაგდება თუ ახლა ა ტიპის ვირუსი არ წამოვიდა. ადგილების პრობლემა არ გვაქვს, მედიკამენტები არის. მედპერსონალიც ადგილზეა და ვმუშაობთ ჩვეულებრივად. კარგი იქნება თუ სეზონს მომზადებულები შეხვდებიან განსაკუთრებით რისკჯგუფების წარმომადგენლები და ეპიდემიის გავრცელებამდე, ანუ შემოდგომისთვის ვაქცინას გაიკეთებენ", - ამბობს გია მღებრიშვილი.

Read 338 times