Back to Top
სამშაბათი, 14 იანვარი 2020 11:34

გორში, ადმინისტრაციულ შენობებზე საქართველოს დროშები გადმოფინეს 

Rate this item
(0 votes)

საქართველოს სახელმწიფო დროშის დღესთან დაკავშირებით, ეროვნული დროშა დღეს, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს ადმინისტრაციულ შენობებზე გადმოფინეს.


მერიის შენობასთან ეროვნული დროშა სახელმწიფო ჰიმნის თანხლებით ჩოხოსნებმა აღმართეს.

ცერემონიალს გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე და მუნიციპალიტეტის თანამშრომლები ესწრებოდნენ.

 


საქართველოს სახელმწიფო დროშა საქართველოს ეროვნული სიმბოლოა გერბთან და ჰიმნთან ერთად, რომელიც საქართველოს ორგანული კანონის საფუძველზე 2004 წლის 14 იანვარს შემოიღეს. 

 

Read 55 times