Back to Top
სამშაბათი, 14 იანვარი 2020 12:26

თამარ მეარაყიშვილი: ე.წ საზღვრის ჩაკეტვის გამო ათამდე მძიმე ავადმყოფი გარდაიცვალა

Rate this item
(0 votes)

ახალგორში მცხოვრები, სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვული სოციალურ ქსელში ახალგორში არსებულ ვითარებაზე წერს.

 


მისი ინფორმაციით, 4 სექტემბრიდან ცხინვალი საოკუპაციო რეჟიმს მოსახლეობა მძევლად ჰყავს აყვანილი. ე.წ საზღვრის ჩაკეტვის გამო კი ათამდე მძიმე ავადმყოფი გარდაიცვალა.

 

"10 მდე ადამიანი გარდაიცვალა, მხოლოდ იმიტომ რომ ოჯახებს არ მიეცათ თბილისში ტრანსპორტირების უფლება.
მძიმე ავადმყოფები დაკეტილი გზის გამო ვერ ახერხებენ დაგეგმილ ქიმიოთერაპიის კურსზე წასვლას. პენსიონერები, ვისთვისაც ერთადერთი შემოსავალი საქართველოს მოქალაქის პენსიაა- აგვისტოს თვიდან შემოსავლის გარეშე არიან დარჩენილი- არ ვიცი, შეშას როგორ ყიდულობენ ან სინათლის გადასახადს როგორ იხდიან. მე შვილი მენატრება, რომელიც ვერ ახერხებს ჩამოსვლას", -წერს მეარაყიშვილი

 

ახალგორელები ხელისუფლებას სთხოვენ მიმართოს სტრასბურგის სასამართლოს და დროებითი შეჩერების ღონისძიების ამოქმედება მოითხოვოს.

 

 

ცხინვალის რეგიონთან სულ სამი გამშვები პუნქტი ფუნქციონირებდა, რომელთაგან ორი უკვე რამდენიმე თვეა ჩაკეტილია. გამშვები პუნქტების ჩაკეტვამ განსაკუთრებით ახალგორის მოსახლეობა დააზარალა, რომლებიც ოფიციალური თბილისის ინფორმაციით ვერც სამედიცინო დახმარებას იღებენ, რეგიონში შექმნილია საკვების დეფიციტიც. სუსი - ს ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით, ინფორმირებულია ევროკავშირიც და ამოქმედებულია ცხელი ხაზიც.

Read 61 times Last modified on სამშაბათი, 14 იანვარი 2020 12:40