Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 14 იანვარი 2020 14:19

გორის მერია მოქალაქეებს მესიჯებს გაუგზავნის

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერია 2020 წლის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 3000 ლარს 375 000 მესიჯისთვის გადაიხდის, რომელსაც წლის განმავლობაში მოქალაქეებს გაუგზავნის.

 

პირდაპირი შესყიდვის წესით, ამ მომსახურებას ადგილობრივ ხელისუფლებას შპს "მულტიმედიასერვისი“ გაუწევს.

გაფორმებული ხელშეკრულება მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს მოიცავს.

 

"მიმწოდებელი უზრუნველყოფს მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის მომსახურებას შემსყიდველის მიერ მიწოდებულ მობილურ ნომრებზე; მოკლე ტექსტურ შეტყობინებების მიღების სახელწოდება შემსყიდვლთან შეთანხმებით განისაზღვრება", - წერია დოკუმენტში.

 

დოკუმენტის მიხედვით, ერთი მოკლე ტექსტური შეტყობინების გაგზავნის მომსახურების ღირებულება შეადგენს 0,008 ლარს;

Read 491 times Last modified on სამშაბათი, 14 იანვარი 2020 14:23