საქმე გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა. პროკურორი ო.ხ ბრალდებულს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე და 151-ე მუხლების დარღვევას ედავებოდა.
"დაახლოებით 00:30 საათზე, გორში მდებარე მათ საცხოვრებელ სახლში, საყოფაცხოვრებო საკითხზე შელაპარაკების გამო რ.ფ-მ, არასრულწლოვანი შვილის - კ.ფ-ს თანდასწრებით, მეუღლეს - მ.ფ-ს სახეში და თავში ორჯერ დაარტყა ხელი, რის შედეგად მან განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამავე დროს, ქმარი დანით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა", - აცხადებს პროკურორი ო.ხ.
ბრალდებულმა დანაშაული აღიარა. მოსამართლემ ეს ფაქტი შემამსუბუქებელ გარემოებად ჩათვალა და საბოლოოდ, რ.ფ-ს პირობითი სასჯელი მიესაჯა 2 წლის ვადით.