Back to Top
სამშაბათი, 14 იანვარი 2020 15:12

გორში, სახელმწიფო კომპენსაციას შსს-ს 338 თანამშრომელი იღებს ყოველთვიურად

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში სახელმწიფოსგან კომპენსაციას ყოველთვიურად შინაგან საქმეთა სამინისტროს 338 თანამშრომელი იღებს, მათ შორის გორის რაიონში 184, ქალაქში კი, 154.

 

კანონით დადგენილი ნამსახურეობის ვადის ამოწურვის გამო კომპენსაციას 289 თანამშრომელი იღებს, მარჩენალის გარდაცვალების გამო კი 12.

 

კომპენსაციის მიმღებთა შორის არიან სამინისტროს შშმ თანამშრომლები, რომელთა რაოდენობაც გორში 19, ხოლო გორის რაიონში 18-ია.

 

ინფორმაციისთვის, სოციალური მომსახურების სააგენტოს კომპენსაციისთვის გორის მუნიციპალიტეტისთვის ყოველთვიურად 112 779 ლარი აქვს გათვალისწინებული.

Read 121 times Last modified on სამშაბათი, 14 იანვარი 2020 15:42