Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 15 იანვარი 2020 13:47

თებერვლიდან გორის საკრებულო სხდომებს პლანშეტებით ჩაატარებს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო მომავალი თვიდან ბიუროს , კომისიისა და საკრებულოს სხდომებზე კომპიუტერულ ტექნიკას გამოიყენებს.

 

სხდომის დაწყების წინ დეპუტატებს პლანშეტები დაურიგდებათ, სადაც განსახილველი საკითხები იქნება ჩატვირთული. 

 

"პლანშეტები მერიამ უკვე შეიძინა, ახლა "დავტესტავთ",  ვნახავთ როგორ იმუშავებს და მომავალი თვიდან გამოვიყენებთ. დეპუტატებს ყველას თავისი ექნებათ, სხდომის დამთავრების შემდეგ კი საკრებულოში შევინახავთ", - თქვა ზაზა ნასყიდაშვილმა

 

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ პლანშეტების შესაძენად 21960 ლარი დახარჯა. 

Read 326 times