Back to Top
ოთხშაბათი, 15 იანვარი 2020 13:55

გორელმა მოქალაქემ უკანონო საბანკო საქმიანობით სახელმწიფო 9 155 ლარით აზარალა

Rate this item
(1 Vote)

გორელმა მ.თ-მ 2011-2017 წლებში უკანონო საბანკო საქმიანობით სახელმწიფო 9 155 ლარით აზარალა. საქმე გორის რაიონულმა სასამართლომ განიხილა. პროკურორი ზ.წ-ს მტკიცებით, ბრალდებულმა 9 მოქალაქეზე უკანონოდ გასცა სესხი.

 

"მ.თ-მ, რომელიც არ იყო რეგისტრირებული მეწარმედ ან გადასახადის გადამხდელ ფიზიკურ პირად, 2011-2017 წლებში, შიდა ქართლის რეგიონში, ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით განახორციელა უკანონო სამეწარმეო საქმიანობა და 9 მოქალაქეზე სესხის სახით გასცა 49 450 აშშ დოლარი, საიდანაც პროცენტის სახით 45 777 ლარის მოგება მიიღო. ვინაიდან იგი არ იყო რეგისტრირებული მეწარმე სუბიექტად და არ გადაიხადა საშემოსავლო გადასახადი, სახელმწიფოს მიადგა 9 155 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ზიანი" , - აცხადებს პროკურორი.

 

როგორც ცნობილია, ბრალდებულმა "დანაშაული აღიარა და მოინანია", რაც სასამართლომ შემამსუბუქებელ გარემოებად მიიღო.

საბოლოოდ, მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა, ბრალდებული 1 000 ლარით დააჯარიმა.

Read 215 times