Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 15 იანვარი 2020 14:10

გორში, 2019 წელს შვილის აყვანა 9 ოჯახს სურდა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტში 2019 წლის განმავლობაში ერთი 5 წლამდე ასაკის გოგო იშვილეს, მიუხედავად იმისა, რომ გასაშვილებლად წლის განმავლობაში სოციალური მომსახურების სააგენტოში 5 ბავშვი იყო რეგისტრირებული.

 

აღნიშნული 5 ბავშვიდან 2 ბიჭია, აქედან 1 სპეციალური საჭიროების მქონე.

რაც შეეხება შვილის აყვანის მსურველთა რაოდენობას. ბოლო მონაცემების მიხედვით, 2019 წლის პირველ ნახევარში, 9 ოჯახს სურდა შვილის აყვანა. მათგან მხოლოდ 3 მათგანს ჰქონდა შვილის სასურველ სქესად მითითებული - მდედრობითი, დანარჩენი 6 ოჯახისთვის სქესს მნიშვნელობა არ აქვს.

 

როგორც ცნობილია, მშვილებელი შეიძლება იყოს საქართველოში მუდმივად მცხოვრები, სრულწლოვანი პირი, რომელიც აკმაყოფილებს მშვილებლისთვის დადგენილ მოთხოვნებს. ბავშვის შვილად აყვანის მსურველმა საქართველოში მუდმივად მცხოვრებმა პირმა, სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორის მიერ დამტკიცებული ფორმის განაცხადი, საცხოვრებელი ადგილის შესაბამისად, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოში უნდა წარადგინოს.

Read 387 times